რეალ მადრიდის მცველს, ანტონიო რუდიგერს საუდის არაბეთიდან ძალიან სარფიანი წინადადება აქვს - ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, თუ ფეხბურთელი არაბების შეთავაზებას დათანხმდება, ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდება.
როგორც ირკვევა, 31 წლის გერმანელის დამატებისთვის ორი გუნდი, ალ ჰილალი და ალ ნასრი იბრძვიან. მიუხედავად კოლოსალური ხელფასისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კარიერის ამ ეტაპზე რუდიგერმა სამეფო კლუბი დატოვოს.
ანტონიო რუდიგერმა გასულ სეზონში მადრიდის რეალთან ერთად ტრებლი იზეიმა და აღნიშნულ წარმატებაში დიდი როლიც ითამაშა.