იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო ფლორო ფლორესმა "ნაპოლის" ქართველ ბინადარ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"ხვიჩა ფლანგებზე თავისუფლად მოთამაშე ფეხბურთელია, თუმცა მისი სათამაშო ფილოსოფია კონტეს 3-5-2 სქემას, ჩემი აზრით ვერ მოერგება. იმასაც ვიტყვი, რომ ანტონიო დიდებული და გამოცდილი სპეციალისტია, რაც მას აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეულ ფეხბურთელებს მოერგოს.
"ხვიჩა რომ გაყიდონ "ნაპოლის" თამაშებს აღარ ვუყურებ. ბილეთების ყიდვა მარტო მისი ელეგანტური თამაშის გამო ღირს. კვარა ყველა მწვრთნელისთვის სასურველი ფეხბურთელია, ამიტომაც არ ვფიქრობ, რომ კონტეს მისი გაშვება მოუნდეს", - აცხადებს ფლორესი.
ცნობისთვის, ხვიჩას შეძენით "პსჟ" არის დაინტერესებული, რომელმაც დე ლაურენტისს 100 მილიონიანი შეთავაზებით უკვე მიმართა, თუმცა ნეაპოლელებს მისი გაშვება მხოლოდ 150 მილიონად შეუძლიათ.