ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო ფლორესმა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"მომავალში უნდა გავითვალისწინოთ და მოქმედი ფეხბურთელები ლეგენდებს არ გავუტოლოთ, ეს არასწორი დამოკიდებულებაა."
"კვარაცხელიას მარადონას ადრიდნენ, ოსიმენს კი ვან ბასტენს. ვიცოდეთ, რომ ერთ ფეხბურთელზე მიჯაჭვულობა კარგს არაფერს მოგვიტანს", - თქვა ფლორესმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის სერია A-ში ქართველ ფეხბურთელს 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.