რამდენიმე თვის წინ, "Kiss Kiss Napoli"-სთან მიცემულ ინტერვიუში, დიეგო მარადონას შვილმა, დიეგო სინაგრამ განაცხადა, რომ მამამისი თუ ცოცხალი იქნებოდა, ყველაზე მეტად ნაპოლის შემადგენლობიდან ხვიჩას თამაში მოეწონებოდა.
"ვინ მოეწონებოდა მამაჩემს ნაპოლიდან ყველაზე მეტად ცოცხალი რომ იყოს? რა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელია. დიეგოს უყვარდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ბურთთან კარგად მეგობრობდნენ და ამიტომაც მოგნია, რომ ხვიჩა ძალიან მოეწონებოდა - ის შესანიშნავი ფეხბურთელია", - განაცხადა დიეგო სინაგრამ.
ცნობისთვის, ნაპოლი და ქართველი შემტევი ახალ კონტრაქტზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ხვიჩა ამ ზაფხულს გუნდს არ შეიცვლის და ახალი კონტრაქტსაც გააფორმებს.