ვალენსიას მეკარე: "გიორგი მამარდაშვილი გამაოგნებელი ფეხბურთელია" » სპორტის ხაზი

ვალენსიას მეკარე: "გიორგი მამარდაშვილი გამაოგნებელი ფეხბურთელია"

ვალენსიას მეკარე: "გიორგი მამარდაშვილი გამაოგნებელი ფეხბურთელია"
16-07-2024, 19:44
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ დადებითად ვალენსიას ერთ-ერთმა სათადარიგო კარის დარაჯმა, კრისტიან რივერომ ისაუბრა.

როგორც რივერო ამბობს, გიორგი მამარდაშვილი გამაოგნებელი დონის და ხარისხის მეკარეა, ვალენსიამ კი მის შენარჩუნებაზე უარი არ უნდა თქვას.

გარდა იმისა, რომ გიორგი გადასარევი მეკარეა, ის შესანიშნავი პიროვნებაცაა. პირადად მე, მიმაჩნია, რომ მას ყველაზე კარგი სეზონი ჰქონდა და ზუსტად ვიცი, რომ მომატება ჯერ კიდევ შეუძლია.

გიორგის წინ დაუჯერებელი პოტენციალი აქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ კლუბი მას შეინარჩუნებს, რადგან გასაოცარი მეკარეა.

- ამბობს რივერო.

სათამაშო წუთებისთვის მებრძოლი სათადარიგო მეკარე გიორგის გუნდში დატოვებას რომ ითხოვს, მხოლოდ ეს კმარა იმის აღსაწერად, თუ რამდენად ბრწყინვალე ტალანტთან გვაქვს საქმე!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი