ტრანსფერი: ქუთაისის ტორპედო 24 წლის ბრაზილიელი მცველით გაძლიერდა » სპორტის ხაზი

ტრანსფერი: ქუთაისის ტორპედო 24 წლის ბრაზილიელი მცველით გაძლიერდა

ტრანსფერი: ქუთაისის ტორპედო 24 წლის ბრაზილიელი მცველით გაძლიერდა
16-07-2024, 12:32
Aa Aa
გაზიარება:

ქუთაისის ტორპედო 24 წლის ბრაზილიელი განაპირა მცველით, ვარლეი ლეანდრო და სილვათი გაძლიერდა.

"ფეხბურთელი ქუთაისის “ტორპედომ” ბრაზილიური “მირასოლიდან” შეიძინა. კარიერის განმავლობაში ბრაზილიელი მცველი ისეთი კლუბების ღირსებას იცავდა, როგორიც “სანტა კრუზი”, “ბოტაფოგო”, “კორიტიბა” და “მირასოლი” არიან.

ვარლეი ლეანდრომ ნიუ ვიჟენ ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც “ტორპედოსთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
", - წერია კლუბის განცხადებაში.

ცნობისთვის, კონფერენს ლიგის განმეორებით შეხვედრაში ქუთაისელები ტირანას გასვლაზე დაუპირისპირდებიან, პირველი მატჩი კი ფრედ, 1:1 დასრულდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი