L'equipe 2 მიზეზს ასახელებს - ამიტომ აირჩია მიქაუტაძემ მონაკოში ტრანსფერი » სპორტის ხაზი

L'equipe 2 მიზეზს ასახელებს - ამიტომ აირჩია მიქაუტაძემ მონაკოში ტრანსფერი

L'equipe 2 მიზეზს ასახელებს - ამიტომ აირჩია მიქაუტაძემ მონაკოში ტრანსფერი
12-07-2024, 18:02
Aa Aa
გაზიარება:

უკვე ოფიციალურ დონეზე ვიცით, რომ გიორგი მიქაუტაძე 2024/2025 წლების სეზონიდან მონაკოს ფეხბურთელი იქნება. ქართველ ფორვარდსა და ფრანგულ კლუბს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა, ახლა კი ყველაფერი გუნდების ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული და მალე ტრანსფერი უნდა გაფორმდეს.

საფრანგეთის ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა გამოცემამ, კერძოდ L'equipe-მ ის ორი მიზეზი დაასახელა, რომელთა გამოც მიქაუტაძემ სხვა ყველა დანარჩენს მონაკოში ტრანსფერი არჩია.

გიორგის პირველი პრიორიტეტი ის იყო, რომ მას მონაკოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თამაში შეეძლება, თანაც საფრანგეთს არ დატოვებს და ეს დეტალი ქართველს ძალიან ხიბლავს.

გარდა ამისა, 23 წლის თავდამსხმელს ძალიან მოსწონს მონაკოს სათამაშო სტილი. მას მიაჩნია, რომ მონეგასკები ნაცნობ ფეხბურთს თამაშობენ, რომელსაც ქართველი იდეალურად უნდა მოერგოს.

- წერს ფრანგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით კიდევ ვესთ ჰემი, ვულვერჰემპტონი, მარსელი, ლიონი და სხვა არაერთი კლუბი ინტერესდებოდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი