'ვირტუსმა' დერბი მოიგო - თორნიკე გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო » სპორტის ხაზი

'ვირტუსმა' დერბი მოიგო - თორნიკე გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო

'ვირტუსმა' დერბი მოიგო - თორნიკე გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო
10-11-2022, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

თორნიკე შენგელიას 'ვირტუსმა' ევროლიგის მე-7 ტურში 'მილანო' ანგარიშით 64:59 დაამარცხა. პარკეტზე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ქართველი კალათბურთელი იყო, რომელმაც 12 ქულას, 2 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა თავი.

'ვირტუსმა' დერბი მოიგო - თორნიკე გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო

თორნიკეს ბრწყინვალე მატჩი 'ვირტუსის' რიგებში

31 წლის სპორტსმენმა გუშინ შეხვედრაში პარკეტზე სულ 21 წუთი დაჰყო, რა დროშიც 8-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. თორნიკემ სამწუხაროდ ვერცერთი საჯარიმო სროლა ვერ გამოიყენა.

შეხვედრის MVP შენგელიას თანაგუნდელი, მილოშ ტეოდოსიჩი გახდა. სერბმა 17 წუთში 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და საბოლოო ჯამში საოცარი თამაში ჩაატარა. 'ვირტუსისთვის' ეს მესამე მოგება გამოდგა ამ სეზონში - გუნდი ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას იტალიური კლუბი 'ვალენსიასთან' გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი