საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მიმდინარე სეზონში მეორე, იტალიის ჩემპიონატში კი პირველი მატჩი გამართა.
ქართველი სპორტსმენი 24 აგვისტოს მიღებულ ტრამვას მკურნალობდა და რეაბილიტაციის შემდეგ მოედანს 4 ნოემბერს ევროლიგის მატჩში დაუბრუნდა.
ამჯერად 'ვიტუსი' 'რეჯანას' დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 79:65 იმარჯვა - შენგელიამ პარკეტზე 15 წუთი გაატარა, აქედან ხუთი ქულა დააგროვა და 3 მოხსნა მიიწერა.
მოგახსენებთ იმასაც, რომ 'ვირტუსს' ექვსიდან ექვსი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. მეორე პოზიციაზე 'ტორტონა' და 'მილანი' არიან, რომლებსაც თითო მატჩი აქვთ წაგებული.