კასანო: "კვარას ტრანსფერი სასიამოვნო გამონაკლისია, მაგრამ იტალიაში მაინც გვძინავს.." » სპორტის ხაზი

კასანო: "კვარას ტრანსფერი სასიამოვნო გამონაკლისია, მაგრამ იტალიაში მაინც გვძინავს.."

კასანო: "კვარას ტრანსფერი სასიამოვნო გამონაკლისია, მაგრამ იტალიაში მაინც გვძინავს.."
10-07-2024, 15:56
Aa Aa
გაზიარება:

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო სოციალურ ქსელში იტალიურ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე საუბროს და ხაზი ახალგაზრდა, ინდივიდუალური ოსტატობის მქონე ფეხბურთელების ნაკლებობას გაუსვა.

"იტალიურ კლუბებს ვურჩევ, რომ იპოვონ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მცველთან ერთი-ერთზე სიტუაციაში ძლიერები არიან.

მე არ უნდა მიწევდეს მათთვის მსგავსი რჩევების მიცემა. კლუბებმა დაუყონებლივ უნდა დაიწყონ მსგავსი ინდივიდუალისტების დამატება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მალე ინგლისსა და გერმანიაში ვიხილავთ.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვამბობდი, რომ ჰლოზეკი ნიჭიერი მოთამაშე იყო და ვინ წაიყვანა საბოლოო ჯამში ის? ლევერკუზენმა, რადგან იტალიაში უბრალოდ გვძინავს!

სასიამოვნო გამონაკლისია ხვიჩა კვარაცხელია, რომლის მსგავსი ფეხბურთელებიც სასწრაფოდ გვჭირდება
", - დაწერა კასანომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი