ანტონიო კასანო: "ეს ტალანტი ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან მაგონებს" » სპორტის ხაზი

ანტონიო კასანო: "ეს ტალანტი ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან მაგონებს"

ანტონიო კასანო: "ეს ტალანტი ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან მაგონებს"
9-07-2024, 22:48
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ სერია A-ში განხორციელებული ბოლო ტრანსფერები შეაფასა.

როგორც კასანო თვლის, იტალიის ჩემპიონატს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენაში სერიოზული პრობლემა აქვს, ხვიჩა კვარაცხელია კი მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნო გამონაკლისია.

მე არ უნდა მიწევდეს ამაზე ლაპარაკი. იტალიაში სძინავთ და ნიჭიერი ფეხბურთელები მუდმივად ინგლისში ან გერმანიაში მიჰყავთ. ერთადერთი კვარაცხელიას ტრანსფერი მახსენდება, ის სასიამოვნო გამონაკლისია.

სხვათა შორის, ხვიჩას ძალიან მაგონებს ნორვეგიელი ანტონიო ნუსა, რომელიც ძალიან ნიჭიერია და მის ტრანსფერზე იტალიაში ზრუნვა უნდა დაიწყონ.

- თქვა კასანომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი