Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, თუ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე უარს იტყვის, მას ახლანდელი კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურებით მოუწევს თამაში.
გამოცემის მტკიცებით, მამუკა ჯუღელი და ნაპოლი კონტრაქტთან დაკავშირებით ისეთი გამოსავლის პოვნას ცდილობენ, რომელიც ყველასთვის მომგებიანი იქნება.
იმის მიუხედავად, რომ იტალიურმა გუნდმა შარშან ვერაფერი მოიგო, კლუბი მაინც სუპერკონტრაქტს სთააზობს ქართველს - 5.5 მილიონიანი კონტრაქტი ბონუსების ჩათვლით, რომელიც წლიურად ჯამში 7 მილიონ ევროს გადააჭარბებს.
ცნობისთვის, პსჟ კვარაცხელიას უფრო მაცდურ, 11-მილიონიან კონტრაქტს სთავაზობდა, თუმცა ნაპოლის პრეზიდენტმა ეს წინადადება დაბლოკა და ხვიჩაც ნაპოლიში დარჩება.
წყაროს მტკიცებით, თუ ქართველი შემტევი იტალიური კლუბის ახალ წინადადებაზე უარს იტყვის, მას 1.8 მილიონიანი ხელფასით თამაშის გაგრძელება მოუწევს.