როგორც მოსალოდნელი იყო ქართველ ფეხბურთელს კონტეს ახალი ფორმაციის ნაპოლიში მნიშვნელოვანი როლი ექნება.
Sky Sport-ის ინფორმაციით ქართველ ვარსკვლავს ნაპოლი არც ერთ შემთხვევაში არ გაასხვისებს.
არსებული მდგომარეობით კვარას მხოლოდ ორი არჩევანი აქვს - გააფორმოს ახალი ხელშეკრულება გაუმჯობესებული პირობებით ან მოქმედი კონტრაქტით მოუწევს ნეაპოლელთა რიგებში დარჩენა.
იტალიური პრესის ინფორმაციით დე ლაურენტისის გუნდი ქართველ შემტევს 5.5 მილიონამდე ხელფასს სთავაზობს ბონუსების ჩათვლით, თუმცა მხარეებს ჯერჯერობით შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.
შეგახსენებთ რომ მოქმედი ხელფასით კვარაცხელია მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს წლიურად.