მიქაუტაძის ოქროს ბუცი დასრულებულია - ოლმომ ქართველს გადაუსწრო » სპორტის ხაზი

მიქაუტაძის ოქროს ბუცი დასრულებულია - ოლმომ ქართველს გადაუსწრო

მიქაუტაძის ოქროს ბუცი დასრულებულია - ოლმომ ქართველს გადაუსწრო
10-07-2024, 00:09
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთმა საფრანგეთს ევროს ნახევარფინალურ შეხვედრაში პირველი ტაიმი 2:1 მოუგო, სადაც ქართველი ფანებისთვის ცუდი რამ მოხდა.

დე ლა ფუენტეს გუნდიდან გოლის გატანით თავი დანი ოლმომ გამოიჩინა, რომელსაც ახლა 3 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს ანგარიშზე.

ამ მონაგარით დანი ოლმომ გიორგი მიქაუტაძეს ოფიციალურად გადაუსწრო, რადგან ქართველს 3 ბურთი და ერთი საგოლე პასი აქვს მითვლილი.

ამდენად, ახლა ოქროს ბუცის აღების მთავარი კანდიდატი სწორედ ოლმოა, რომელსაც კონკურენციას ფაბიან რუისი, კოდი გაკპო, ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი და სხვები გაუწევენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი