აიაქსის ყოფილი წევრი გიორგის: "კაცივით აღიარე, რომ ვერ ითამაშე შენი ბრალია!" » სპორტის ხაზი

აიაქსის ყოფილი წევრი გიორგის: "კაცივით აღიარე, რომ ვერ ითამაშე შენი ბრალია!"

აიაქსის ყოფილი წევრი გიორგის: "კაცივით აღიარე, რომ ვერ ითამაშე შენი ბრალია!"
7-07-2024, 20:01
Aa Aa
გაზიარება:

გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძე მეციდან ამსტერდამის აიაქსში გადავიდა, თუმცა ეს ტრანსფერი თავიდან ბოლომდე წარუმატებელი აღმოჩნდა.

ნიდერლანდურ გრანდში გადასვლასთან დაკავშირებით მიქაუტაძემ მოგვიანებით კომენტარი გააკეთა, სადაც ის ამბობდა, რომ ადგილობრივ კლუბში სათამაშოდ კარგ პირობებს არ უქმნიდნენ, ამას კი კრიტიკული ტონით ამავე გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, ჯონ ვან ლოენი გამოეხმაურა.

საერთოდ არ მაინტერესებს თუ რამდენად აკრიტიკებს ის აიაქსს, ამის გამო ნამდვილად არ ვამბობ, თუმცა ისე მოიქცეს, როგორც ნამდვილ კაცს შეშვენის და აღიაროს, რომ ჩვენთან მისი ტრანსფერის ჩავარდნა მხოლოდ თავისი ბრალი იყო, თავიდან ბოლომდე!

მასთან თავის დროზე საჭმელად გასვლა გადავწყვიტე, თუმცა შეთანხმება ბოლო წამს დაარღვია. მიუხედავად ამისა, ამის შემდეგ ვარჯიშზე მაინც ვნახე, თუმცა ინგლისურად ვერ მელაპარაკა და მგონი, არც უნდა ახალი ენის სწავლა.

ვფიქრობ თუ არა, რომ ტრანსფერის ჩავარდნა ნაწილობრივ მაინც მიეწერება ფეხბურთელს? - ნაწილობრივ კი არა, ეს თავიდან ბოლომდე გიორგი მიქაუტაძის ბრალია!

- თქვა ვან ლოენმა.

სხვათა შორის, ჯონ ვან ლოენს თბილისში აქვს ნამუშევარი. ის ადგილობრივ ლოკომოტივს 2022 წელს წვრთნიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი