ინგლისური გამოცემა: "ლივერპული მიქაუტაძის ყიდვაზე უნდა დაფიქრდეს" » სპორტის ხაზი

ინგლისური გამოცემა: "ლივერპული მიქაუტაძის ყიდვაზე უნდა დაფიქრდეს"

ინგლისური გამოცემა: "ლივერპული მიქაუტაძის ყიდვაზე უნდა დაფიქრდეს"
6-07-2024, 17:12
Aa Aa
გაზიარება:

ლივერპულთან დაკავშირებულმა ვებგვერდმა, კერძოდ Rushthekop-მა სტატია გიორგი მიქაუტაძის შესახებ გამოაქვეყნა და მერსესაიდულ კლუბს ქართველი სტრაიკერის შეძენა ურჩია.

შესაძლოა, გიორგი მიქაუტაძე თავის საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატს უკვე დაემშვიდობა, თუმცა მის მიერ გატანილი 3 გოლი იოლად დავიწყებული ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება.

ვიღაცა მიქაუტაძის კარგ პერფორმანსს კონტექსტიდან ამოვარდნილად დაინახავს, თუმცა ეს ასე არაა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა პროგრესის სოლიდური მაჩვენებელი გვანახა, თანაც გიორგის განვითარების პოტენციალი კიდევ აქვს.

ამ ფეხბურთელის მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი (xG) ზუსტად ისეთია, როგორიც ლივერპულს შეტევაში სჭირდება. გიორგი მიქაუტაძის ფასი ახლა არც თუ ისე მაღალია, რაც ლივერპულმა სათავისოდ უნდა გამოიყენოს და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვას.

- წერს ბრიტანული ვებგვერდი.

როგორც ბოლო პერიოდში დაიწერა, მიქაუტაძეს პირადი დეტალები მონაკოსთან უკვე შეთანხმებული აქვს, თუმცა კლუბებს შორის ჯერ არაფერია დადასტურებული. ამდენად, ლივერპულის შესაძლო ინტერესი აზრსმოკლებული სულაც არ იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი