ლივერპულის და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა დიტმარ ჰამანმა მერსისაიდულ კლუბს ნაპოლის ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ურჩია.
"ხვიჩა ის ფეხბურტელია, რომელსაც ხალხი აღტაცებაში მოჰყავს - მსგავსი მოთამაშეების დანახვისას, ფანები ბილეთში ფულის გადახდას არ ინანებენ. შაბათს თამაშზე წასვლისას, ქომაგებს სწორედ ასეთი ფეხბურთელების ხილვა სურთ, ვინც სკამიდან წამოხტომას რაც შეიძლება ხშირად აიძულებენ.
იმასაც დავაკვირდი, რომ ქართველი ძალიან მორიდებული ბიჭია. ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულში სალაჰის შემცვლელად იდეალური ვარიანტი იქნებოდა და დროა კლუბმა ამაზე მუშაობა დაიწყოს", - განაცხადა ჰამანმა.