ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა, დონ ჰატჩინსონმა თავის კლუბს ხვიჩა კვარაცხელიას დამატება ურჩია.
როგორც ჰატჩინსონი ამბობს, რომ სატრანსფერო პოლიტიკისთვის გამოყოფილი თანხიდან გამომდინარე, ლივერპულს შეუძლია, რომ კვარა ან ლეაო დაიმატოს.
"ლივერპულს ნუნიესთან მიმართებით დიდი თავსატეხი აქვს, რადგან ჯერ კიდევ არ იციან თუ სად ათამაშონ იგი, ფლანგზე თუ ცენტრში."
"ჩემთვის ლეაო კარგი ვარიანტია. ასევე, ძალიან მომწონს ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელიაც", - თქვა ჰატჩინსონმა.