ესპანური El Gol Digital-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერით ვილიარეალია დაინტერესებული.
როგორც დაიწერა, ლევანტე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს ითხოვს, ეს ფასი კი დაინტერესებული მხარისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
აღსანიშნავია, რომ 25 წლის ფეხბურთელმა ლევანტესთან კონტრაქტი სულ ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვალენსიური კლუბი ქართველის გაყიდვას ხელს არ შეუშლის.
გიორგიმ ლევანტეს რიგებში 2023/2024 წლების სეზონში ჯამურად ყველა ტურნირზე 24 შეხვედრა გამართა, რა დროშიც დაცვითი ტიპის ნახევარმცველმა 2 გოლის გატანა შეძლო.