ვიქტორ ოსიმენი ინგლისში? - ნიგერიელ ფეხბურთელში სერიოზულ თანხას იხდიან » სპორტის ხაზი

ვიქტორ ოსიმენი ინგლისში? - ნიგერიელ ფეხბურთელში სერიოზულ თანხას იხდიან

ვიქტორ ოსიმენი ინგლისში? - ნიგერიელ ფეხბურთელში სერიოზულ თანხას იხდიან
3-07-2024, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

ვიქტორ ოსიმენი მრავალი თვეა წამყვანი ევროპული გრანდების რადარზე გამოჩნდა. მრავალრიცხოვანი გუნდების რიგს, ამჯერად არსენალიც დაემატა.

The Sun-ის ინფორმაციით, მიკელ არტეტას გუნდის ოსიმენის ტრანსფერით სერიოზულად დაინტერესდა და გამოსასყიდი თანხის £110 მილიონის გადახდასაც განიხილავს.

ამავე ტრანსფერში, მეთოფეებს პრემიერ ლიგის ბინადარი კიდევ ერთი კლუბი, ლონდონის ჩელსი ეცილება - თავად ფეხბურთელის პოზიცია ამ დრომდე უცნობია და შესაფერისს წინადადებას ელოდება.

ცნობისთვის, ვიქტორ ოსიმენს გარკვეული ოდენობის თანხის სანაცვლოდ ნაპოლისთან კონტრაქტის გაწყვეტა და კლუბის დატოვება შეუძლია, ახლა ჯერი დაინტერესებულ კლუბებზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი