საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მესამე მატჩს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში ავსტრიას დაუპირისპირდება, ინფორმაციას Nakrebi.ge ავრცელებს.
ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ჩვენი გუნდისთვის. მოგების შემთხევაში 99 პროცენტით ვინაღდებთ ელიტ-რაუნდში გასვლას. ცხრილიდან გამომდინარე, ვეთამაშებით ჯგუფის აუტსაიდერს, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. მთელი გუნდი მაქსიმალურად მოტივირებული ვართ. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და მხოლოდ სამი ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ."
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა შეხვედრა 9 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს სილქ უნივერსალის და სფფ-ის YouTube არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
Nakrebi.ge