ცოტა ხნის წინ დასრულდა "კონფერენს ლიგის" შეხვედრა, სადაც "ავსტრია ვიენამ" ქართველების "ლეხს" უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ნიკა კვეკვესკირმა მატჩი სასტარტო შემადგენლობიდანვე დაიწყო და მინდორზე 88 წუთი გაატარა, ხოლო გიორგი წიტაიშვილი თამაშში 74-ე წუთიდან გამოჩნდა.
უცხოურმა Sofascore-მ ნიკა კვეკვესკირი 6.9 რეიტინგით შეაფასა, ხოლო წიტაიშვილმა 6.4 მიიღო.
შეგახსენებთ, რომ "კონფერენს ლიგის" C ჯგუფს "ვილიარეალი" 13 ქულით ლიდერობს, ხოლო "ლეხი" მეორე ადგილს 6 ქულით იკავებს. რაც შეეხება მესამე პოზიციას, აქ "ჰაპოელ ბერ შეევას" ვხედავთ, რომელსაც 4 ქულა აქვს, ხოლო ბოლო პოზიციას "ავსტრია ვიენა" 2 ქულით იკავებს.