ფოტო: საზოგადოებას ეს არ გამორჩა - საიდან ადევნებდა კვარა ნაპოლის მატჩს თვალს » სპორტის ხაზი

ფოტო: საზოგადოებას ეს არ გამორჩა - საიდან ადევნებდა კვარა ნაპოლის მატჩს თვალს

ფოტო: საზოგადოებას ეს არ გამორჩა - საიდან ადევნებდა კვარა ნაპოლის მატჩს თვალს
9-11-2022, 00:20
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია ა-ს მე-14 ტურის შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი საკუთარ მოედანზე ემპოლის დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელი თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა - ხვიჩას წელის ტრავმა ისევ აწუხებს და ორი მატჩია ნაპოლის ვერ ეხმარება.

შეხვედრის დაწყების წინ, სტადიონის დიქტორმა, დანიელ ბელინიმ კვარაცხელიას გვარი გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ის შეხვედრას ესწრებოდა, ყოველივე ამას კი ტრიბუნებიდან პუბლიკის ოვაციები მოჰყვა.

ცნობისთვის, მე-14 ტურის შემდეგ, ნაპოლი იტალიის სერია ა-ს 38 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.

ფოტო: საზოგადოებას ეს არ გამორჩა - საიდან ადევნებდა კვარა ნაპოლის მატჩს თვალს


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი