უდინეზესა და ინტერის ყოფილი მწვრთნელი, ანდრეა სტრამაჩიონი ამბობს, რომ სერია A-ს კლუბებმა ყურადღება გიორგი მამარდაშვილს უნდა დაუთმონ.
იტალიელი სკაუტი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე გასაოცარი თავდაჯერებით ასპარეზობს და წესით, მამარდაშვილი მალე უმაღლესი დონის კლუბში უნდა ვიხილოთ:
ვის ვურჩევდი იტალიურ კლუბებს? - პირველ რიგში, დავიწყოთ მეკარის პოზიციით, სადაც გიორგი მამარდაშვილის კანდიდატურა მყავს. ის საოცრად თავდაჯერებულია. გიორგი ახლა ლა ლიგაში, კერძოდ ვალენსიაში თამაშობს, თუმცა მალე გრანდის ღირსებას დაიცავს.
მისი ჩეხეთთან ნაჩვენები პერფორმანსი არაფერში არ წერია და არცერთ ფიზიკის კანონში არ თავსდება. მოვუწოდებ იტალიის ჩემპიონატის კლუბებს, რომ ამ ბიჭის მიმართ ინტერესი გამოხატონ.
- ამბობს სტრამაჩიონი.