ხვიჩა ნაპოლიში ბედნიერი აღარაა - ანტონიო კონტე ქართველის სანახავად მიდის » სპორტის ხაზი

ხვიჩა ნაპოლიში ბედნიერი აღარაა - ანტონიო კონტე ქართველის სანახავად მიდის

ხვიჩა ნაპოლიში ბედნიერი აღარაა - ანტონიო კონტე ქართველის სანახავად მიდის
24-06-2024, 15:43
Aa Aa
გაზიარება:

La Gazzetta dello Sport-ის ერთ-ერთ ბოლო გამოცემაში ვკითხულობთ, რომ ნაპოლის ახალი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ხვიჩა კვარაცხელიასთან სასწრაფო შეხვედრას აპირებს, რათა ქართველს კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.

კონტემ მოისმინა მამუკა ჯუღელის კომენტარი ხვიჩას სურვილის შესახებ. კვარაცხელიას ახალი კლუბის მაისურის მორგება სურს, კონტე კი მომდევნო სეზონის ნაპოლის ქვაკუთხედად სწორედ ქართველს მოიაზრებს. ამდენად, ანტონიო აპირებს, რომ საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე ნახოს ხვიჩა და მასთან ახლო კომუნიკაცია დაამყაროს.

- წერს იტალიური გამოცემა.

პარი სენ-ჟერმენი აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩას სანაცვლოდ 60-70 მილიონ ევროს სთავაზობს, კვარას კი ხელფასის სახით 7.5 მილიონი ევრო დაენიშნება. რაც შეეხება იტალიურ შეთავაზებას, ის შემოსავლის 1.2-დან 5 მილიონამდე გაზრდას ითვალისწინებს.

მოკლედ, კონტემ გადაწყვიტა, რომ კვარაცხელია პრესეზონამდე ნახოს და მასთან ყველაფერი ინდივიდუალურ დონეზე მოაგვაროს. ალბათ, ეს ფაქტიც კი ცხადყოფს იმას თუ რამდენად მნიშვნელოვან ფიგურად განიხილავს კონტე ქართველ ფეხბურთელსა და მის როლს ახალი ფორმაციის ნაპოლიში.

ცნობისთვის, იტალიის 2024/2025 წლების ჩემპიონატისთვის ნაპოლი მზადებას 11 ივლისიდან ოფიციალურად დაიწყებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი