საქართველომ ევრო 2024-ზე ისტორიული ქულა აიღო. ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთთან ფრედ, 1:1 ითამაშა და პლეიოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
ჩვენი მესამე შეხვედრა პორტუგალიის წინააღმდეგ შედგება, რომლის გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა, პეპემ ჩვენი სამომავლო შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა:
საქართველოსთან თამაში? არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ უფლებას, რომ მოვდუნდეთ და დასვენებაზე ვიფიქროთ. ჩვენ ყველა შეხვედრაში მოსაგებად გავდივართ და საქართველოსთანაც არაფერი შეიცვლება!
- თქვა პეპემ.
მიუხედავად პეპეს კომენტარისა, პორტუგალიის მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა დაადასტურა, რომ ბოლო ტურში რამდენიმე ფეხბურთელი შეიცვლება და შანსი გამოუცდელ მოთამაშეებს მიეცემათ, რაც ჩვენთვის არც თუ ცუდი ამბავია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს შედგება.