საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება. შეჯიბრება 2 ივლისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში დაიწყება.
მზადების პროცესში ჩვენი გუნდი სამ საკონტროლო მატჩს გამართავს – 23 ივნისს იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივლისს – კამერუნს, 28-ში – ეგვიპტეს.
იტალიასთან სათამაშოდ „ჯვაროსნები“ ტრევიზოდან ტრენტოში ჩავიდნენ. ერთკვირიანი იტალიური შეკრების შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობა 18-დან 15 მოთამაშემდე შეამცირა. თბილისში გიორგი ტურძილაძე, გეგი ბაქრაძე და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი გაემგზავრნენ.
შეგახსენებთ, რომ იტალია-საქართველოს მატჩი 23 ივნისს, თბილისის დროით 20:50 საათზე დაიწყება.