ჰაშეკი : "საქართველოს რიგებიდან ამ ოთხ მოთამაშეს უნდა გავუმკლავდეთ" » სპორტის ხაზი

ჰაშეკი : "საქართველოს რიგებიდან ამ ოთხ მოთამაშეს უნდა გავუმკლავდეთ"

ჰაშეკი : "საქართველოს რიგებიდან ამ ოთხ მოთამაშეს უნდა გავუმკლავდეთ"
21-06-2024, 23:45
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი, საქართველოს ნაკრები 22 ივნისს, ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს დროით, 17:00 საათზე გამართავს, სადაც ჩეხეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს თამაში თურქეთთან ვნახეთ და ეს ტოპ ფეხბურთი იყო, რომელიც საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა.

მოწინააღმდეგეს კარგი გუნდი ჰყავს და მათი ფეხბურთელები, ინდივიდუალურად საკმაოდ კარგად თამაშობენ. ამ თამაშში ჩვენ 100%-იანი კონცენტრაცია გვჭირდება.

მათ შეტევაში ოთხი ისეთი ინდივიდუალური მოთამაშე ჰყავთ, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. მოწინააღმდეგე შეტევაში კარგად თამაშთან ერთად, იმითაც გამოირჩევა, რომ მეტოქეს დაცვას არ უხსნის. მათ სხვა მოთამაშეებთან ერთად ჰყავთ მიქაუტაძე, რომელმაც ბოლო 11 მატჩში 11 ბურთი გაიტანა და ახლა მისი დამატებით მთელი საფრანგეთი ინტერესდება
.


შეგახსენებთ, რომ ჩეხეთმა საქართველოს მსგავსად პირველი შეხვედრა პორტუგალიასთან 2:1 დათმო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი