ესპანეთის ნიკო უილიამსით გრანდები არიან დაინტერესებულნი » სპორტის ხაზი

ესპანეთის ნიკო უილიამსით გრანდები არიან დაინტერესებულნი

ესპანეთის ნიკო უილიამსით გრანდები არიან დაინტერესებულნი
21-06-2024, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნიკო უილიამსის გადაბირებით პრემიერ ლიგის სამი გრანდი და ბარსელონაა დაინტერესებული.

ჟურნალისტი გრანდების ვინაობას ჯერ არ ასახელებს, თუმცა ბარსელონაზე კი ამბობს, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარების შემთხვევაში ისინიც სერიოზულ კონკურენციას შექმნიან.

ახალგაზრდა უილიამსს საოცარი ევროპის ჩემპიონატი აქვს. ატლეტიკ ბილბაოს ფეხბურთელს განსაკუთრებით გამოსარჩევი ჰქონდა იტალიასთან შეხვედრა, სადაც მან 8 წარმატებული დრიბლინგი და უამრავი ლამაზი ეპიზოდი შემოგვთავაზა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბილბაოს პრეზიდენტი უილიამსზე არ ღელავს. მისი თქმით, ნიკო ატლეტიკში ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი