რატომ შეიძლება კვირკველიამ პორტუგალიასთან მატჩი გამოტოვოს » სპორტის ხაზი

რატომ შეიძლება კვირკველიამ პორტუგალიასთან მატჩი გამოტოვოს

რატომ შეიძლება კვირკველიამ პორტუგალიასთან მატჩი გამოტოვოს
19-06-2024, 22:10
Aa Aa
გაზიარება:

ფეხბურთის წესების თანახმად, თუ ორ განსხვავებულ შეხვედრაში ყვითელ ბარათს მიიღებ, მესამეს ავტომატურად ტოვებ.

ეს წესი ევროპის ჩემპიონატზეც მოქმედებს, შესაბამისად, ამის გამო შესაძლოა პორტუგალიასთან საქართველოს ნაკრებს ერთი ფეხბურთელი დააკლდეს.

საქმე ეხება სოლომონ კვირკველიას, რომელმაც თურქებთან ყვითელი ბარათი საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს, 55-ე წუთზე მიიღო.

თუ იგი მომდევნო დაპირისპირებაში ჩეხეთის წინააღმდეგაც იასპარეზებს და ყვითელ ბარათს მიიღებს, პორტუგალიელებთან შეხვედრას ავტომატურად გამოტოვებს.

სოლომონი, ზოგისთვის საბა, 32 წლის მცველია. თურქეთთან დაპირისპირებაში მან მოედანზე 85 წუთი დაჰყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი