კიტეიშვილმა კვარა კბილებით დაიცვა: "მისდამი კრიტიკა ყოვლად უადგილოა!" » სპორტის ხაზი

კიტეიშვილმა კვარა კბილებით დაიცვა: "მისდამი კრიტიკა ყოვლად უადგილოა!"

კიტეიშვილმა კვარა კბილებით დაიცვა: "მისდამი კრიტიკა ყოვლად უადგილოა!"
19-06-2024, 21:40
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით რამდენიმე თემაზე ისაუბრა.

"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ყოველთვის კარგი გუნდი გვყავდა, მაგრამ ახლა ეს რაღაც სხვაა. გუნდში ნამდვილად კარგი ენერგიაა. ერთად ყოფნა გვიხარია და ეს არ ეხება მხოლოდ ვარჯიშსა და თამაშს. მოგვწონს ერთად დროის გატარება.

" სანიოლი? ის ყოველთვის პოულობდა სწორ სიტყვებს მატჩამდე, მატჩისას და მატჩის შემდეგ. ეს სიმშვიდე როგორღაც მოვიდა ჩვენამდე. როგორც მწვრთნელს, გჭირდება გუნდს მენტალური სიძლიერე შესძინო. ეს იყო ყველაზე მთავარი, მე ასე ვფიქრობ.

"კვარა? მისდამი კრიტიკა ყოვლად უადგილოა. მსოფლიო დონის მოთამაშეა, ის ქმნის მთავარ განსხვავებას. როდესაც მოედანზეა, გვჯერა რომ არაფრიდან რაღაც განსაკუთრებულის შექმნა შეუძლია. ლიდერია, ბედნიერები და იღბლიანები ვართ, რომ ის საქართველოს ნაკრებშია.

"რონალდუ განსაკუთრებული მოთამაშეა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მის წინააღმდეგ თამაშს მოუთმენლად ველი. როცა უმაღლესი დონის ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშობ, რაღაცებს განსხვავებულად ხედავ. უდიდეს გამოცდილებას იძენ, როცა უყურებ როგორი კომუნიკაცია აქვთ მეტოქის ფეხბურთელებს. იმედი მაქვს, მას ბევრ პრობლემას შევუქმნით და გოლს არ გავატანინებთ".

- აცხადებს ოთარ კიტეიშვილი.

F ფჯგუფის პირველ ტურში თურქეთმა საქართველოს 3:1 მოუგო, ჩეხეთი კი პორტუგალიასთან 1-2 დამარცხდა. ამ მომენტისთვის თურქები ჯგუფში პირველ ადგილზე არიან, პორტუგალიელები მეორეზე, ჩეხეთი მესამეზე, ჯვაროსნები კი ბოლოზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი