"ყველა პრობლემა რომ მოაგვარო, ამისთვის ჯადოქარი გჭირდება" - ფრანჩესკო კალცონა » სპორტის ხაზი

"ყველა პრობლემა რომ მოაგვარო, ამისთვის ჯადოქარი გჭირდება" - ფრანჩესკო კალცონა

"ყველა პრობლემა რომ მოაგვარო, ამისთვის ჯადოქარი გჭირდება" - ფრანჩესკო კალცონა
18-03-2024, 11:56
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის დამრიგებელმა ინტერთან აღებული ქულის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

"თამაშები ძალიან მოკლე ინტერვალში ტარდება, პრობლემა საკმაოდ ბევრია, მათ მოსაგვარებლად კი ყოველთვის ცოტა დრო გაქვს. ყველა მათგანის აღმოფხვრა რომ შეძლო, შენ საამისოდ ჯადოქარი გჭირდება."

"შეტევას ნაკლები ყურადღება ექცევა, ვიდრე დაცვას, თუმცა ეს დროის საკითხია. ბოლო მესამედში მისვლას კარგად ვახერხებთ, ოღონდ დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლებთ, რაც უნდა გამოსწორდეს"
, - თქვა კალცონამ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის რიგით მე-7 ადგილს 45 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი