სულ რამდენიმე წუთის წინ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა დასრულდა.
შესაბამისად გაირკვა, რომ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას 'ნაპოლის' მეტოქე მერვედფინალურ სტადიაზე ფრანკპურტის "აიანტრახტი" იქნება.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ქართველი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ.
- " გერმანული გუნდია მაინც...მაგრამ მე მგონი არაა ცუდი ვარიანტი"
- "ვარსკვლავურ პსჟ სთან ჭიდაობას ჯობდა აინტრახტთან შეხვედრა. ასე რომ კარგი ვარიანტია"
- "პსჟ -ს ნამდვილად ჯობს, შანსები არის"
- "მისამძიმრება როგორაა გერმანულად?"
- "თებერვალში თუ ისევ ამ ფორმაში იყვნენ ეს გუნდები, ნაპოლი გადაურბენს"
- "ძაან კაია რომ სუსტი მეტოქე შეხვდა ნეაპოლს და + ბევრი ძლიერი გუნდი დაიფერთხება 1/8 ში ისეთი წყვილები შედგა"
შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნული დაპირისპირება 14 თებერვალს არის ჩანიშნული.