საფეხბურთო სამყარო ამის მოლოდინში - როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა » სპორტის ხაზი

საფეხბურთო სამყარო ამის მოლოდინში - როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა

საფეხბურთო სამყარო ამის მოლოდინში - როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა
3-11-2022, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გუშინ დასრულდა და დროა მკითხველს გავაცნოთ, თუ როდის გაიმართება ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის კენჭისყრა.

ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება და აცხადებს, რომ 2022/23-სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა ორშაბათს, 7 ნოემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე ჩატარდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ერთმანეთს მერვედფინალში ვერ შეხვდებიან ერთი ჯგუფიდან გასული გუნდები და ასევე ერთი ქვეყნის წარმომადგენლებიც.

პირველ ადგილოსნები: ნაპოლი, პორტუ, ბენფიკა, ბაიერნი, ტოტენჰემი, ჩელსი, რეალი, სიტი

მეორე ადგილოსნები: ლივერპული, ბრიუგე, ინტერი, პსჟ, აინტრახტი, მილანი, ლაიპციგი, დორტმუნდი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი