თურქეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, ვინჩენცო მონტელას ასისტენტმა, სელჩუკ შაჰინმა საქართველოსთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი მატჩი საკმაოდ რთული იქნება.
მისი თქმით, თურქეთმა ამხანაგურ შეხვედრებში ყველა კითხვის ნიშანზე მიიღო პასუხი და საქართველოსთან მოედანზე შემტევი ფეხბურთის სათამაშოდ გავა:
საქართველოსთან თამაშზე ყველაზე კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები უნდა დავტვირთოთ, ეს ჩვენი მიზანია. მოსამზადებელ ეტაპზე ბევრი რამ გავიგეთ და პირველი მატჩის გასამართად მზად ვართ.
ჩვენ მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ჩვენსავე შემუშავებულ შემტევ გეგმაში თავის წარმოჩენას შეეცდებიან. საქართველო ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია და დამატებით მოტივაცია ექნება.
წინ რთული და დაძაბული შეხვედრა გველის. მათ მონტენეგროსთან კარგად ითამაშეს და ჩვენთვის იოლი არაფერი იქნება.
- თქვა შაჰინმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი და საქართველო 18 ივნისს ითამაშებენ.