არმანი მილანის გამარჯვებით დასრულდა იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატი, რომლის ფინალში მილანელებმა თორნიკე შენგელიას ვირტუსი 3:1 დაამარცხეს.
ფინალური სერია სამ მოგებამდე იყო. მეოთხე, გადამწყვეტი შეხვედრა მილანში გაიმართა და მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ 85:73 არმანის სასარგებლოდ.
ჩემპიონების რიგებში 30 ქულით საუკეთესო იყო ნიკოლა მიროტიჩი, ხოლო ვირტუსში ყველაზე მეტი ისაია კორდინიეს ჰქონდა – 21 ქულა. შენდეგლიას სტატისტიკა ასეთი იყო: 17 წუთი, 4 ქულა, 2 პასი, 3 მოხსნა.