სახო: "აი, რატომ ავირჩიე ტორპედო" » სპორტის ხაზი

სახო: "აი, რატომ ავირჩიე ტორპედო"

სახო: "აი, რატომ ავირჩიე ტორპედო"
13-06-2024, 17:43
Aa Aa
გაზიარება:

"ტორპედომ" მამადუ სახო წარადგინა. ფრანგმა ფეხბურთელმა მედიასთან თავის გეგმებზე ისაუბრა.

"ეს ჩემთვის ემოციური მომენტია. როცა 13 წლის ვიყავი მამა დავკარგე და ბშვშობის წლები ცივ ქუჩებში გავატარე. ბევრი დაბრკოლება გადავლახე დღევანდელ დღემდე მოსასვლელად. ახალგაზრდებისთვის ბევრი მაქვს სათქმელი და ვფიქრობ, ჩემი ჩართლობა აუცილებელია.

"აქ ჩემს შვილთან ერთად ვარ. ფინანსური მხარე მეორე ხარისხოვანია, მთავარი ამ კლუბის ამბიციაა და ის საქმე, რასაც მე ახალგაზრდებისთვის გავაკეთებ. აქ იდეის გამო ჩამოვედი.

"კლუბის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ მათ დიდი ამბიციები აქვთ და ეს ძალიან სასიამოვნოა. ამ სპორტის საშალებით შესაძლებლობა მექნება ახალი ქვეყანა და კულტურა გავიცნო. აქ ჩამოსვლა დიდი გამოწვევაა და გახარებული ვარ. გადაწყვეტილების მიღებაში სწორედ კლუბის დიდი ამბიციები დამეხმარა.

"ჩემი მთელი კარიერა მოედანზე ყოველთვის სრულიად ვიხარჯებოდი და ეს ფაქტი არ შეიცვლება. ქომაგებს ვთხოვ, საგულშემატკივროდ მოვიდნენ. მე მათი გაბედნიერებისთვის თავს არ დავზოგავ".


- აცხადებს სახო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი