15 მილიონის სანაცვლოდ - ნიუკასლი ბარსელონას ფეხბურთელით ინტერესდება » სპორტის ხაზი

15 მილიონის სანაცვლოდ - ნიუკასლი ბარსელონას ფეხბურთელით ინტერესდება

15 მილიონის სანაცვლოდ - ნიუკასლი ბარსელონას ფეხბურთელით ინტერესდება
13-06-2024, 14:27
Aa Aa
გაზიარება:

ესპანურმა Mundo Deportivo-მ დაწერა, რომ ნიუკასლ იუნაიტედი ბარსელონას ესპანელი შემტევის, ფერან ტორესის გადაბირებითაა დაინტერესებული.

ედი ჰაუს შეტევაში არც თუ ცუდი არჩევანი აქვს. მას შეუძლია, რომ ერთბაშად ისაკი, უილსონი და გორდონი გამოიყენოს, თუმცა, როგორც ჩანს, "კაჭკაჭებს" ახალი სეზონიდან კიდევ უფრო დიდი მიზნები ექნებათ და შეტევის პოტენციალის გაზრდას სწორედ ტორესის დამატებით შეეცდებიან.

როგორც დაიწერა, პრემიერ ლიგის კლუბი ბარსასთვის ტორესის სანაცვლოდ 15-20 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, თავად ბარსელონამ კი ფერანი 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

აღნიშნულ შემოთავაზებასთან დაკავშირებით ბარსელონას პასუხი ჯერჯერობით უცნობია. იმის გათვალისწინებით, რომ ტორესი ბარსაში ცოტას თამაშობს და თანაც ესპანელებს ფული სჭირდებათ, ჩნდება რეალური შანსი იმისა, რომ სიტის შემდეგ ფერანის მეორე ინგლისური კლუბი სწორედ ნიუკასლი გახდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი