ბრიტანულმა Palatinate-მ ის ფეხბურთელები გამოარჩია, რომლებსაც ხალხისგან დიდი ყურადღება მიქცეული არ აქვთ, თუმცა ამას სინამდვილეში იმსახურებენ.
გამოცემამ საქართველოს ნაკრებისგან შტურმის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი გამოარჩია და დაწერა, რომ ის ჩვენი ეროვნული გუნდის ნამდვილი ბრილიანტია:
ალბათ, ამ ნაკრებიდან ფეხბურთელს ყველაზე ნაკლებად ელოდით, თუმცა საქართველოს დავიწყება არ შეიძლება, რადგან ეს ერთადერთი დებიუტანტი ნაკრები იქნება ევრო 2024-ზე. მათ რამდენიმე ვარსკვლავი ჰყავთ (იგულისხმება კვარაცხელია და მამარდაშვილი), თუმცა ახლა შედარებით ნაკლებად ცნობილ ფეხბურთელზე ვისაუბრებთ.
ჩვენი ყურადღების ცენტრში ოთარ კიტეიშვილი მოექცა, ქართველთა ნახევარდაცვის ნამდვილი ბრილიანტი, რომელმაც ავსტრიის ლიგაში 9 გოლი გაიტანა და შტურმს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის სცენარის რადიკალურად შეცვლა შეუძლია. მისი ბურთთან შეხება შემოქმედებითობის ნაწილია, დარტყმა კი ოთარს უძლიერესი აქვს. ეს ტურნირი ქართველი ნახევარმცველისთვის უდიდესი შანსი იქნება, რათა სხვა, უფრო წარმატებული კლუბების ყურადღება მიიქციოს.
- წერს ბრიტანული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ მატჩამდე სულ რაღაც 5 დღეა დარჩენილი, თავად ოთარ კიტეიშვილი კი გამოჯანმრთელების გზას ადგას.