საქართველოს 20 წლანდელთა მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისს რევანში აუღო და შინაურ კედლებში ანგარიშით 45:17 დაამარცხა.
წინა დაპირისპირება ინგლისში მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 31:7, მაგრამ თბილისში ექვსი ერის ჩემპიონებმა საქართველოს ნაკრების დამარცხება ვერ შეძლეს.
ჯვაროსნებმა ინგლისელებს 5 ლელო დაუდეს. ბურთკაშვილმა დუბლი შეასრულა, სპანდერაშვილა, ხელაძემ და ქევხიშვილმა კი თითო-თითო ლელო დადეს.
ცირეკიძემ 5-დან 4-ჯერ ზუსტად გარდასახა და ამას დამატებული ოთხი ზუსტი საჯარიმოც მიითვალა აქტივში. რაც შეეხება ინგლისელებს, მათ 3 ლელოს დადება მოახერხეს.
ამ გამარჯვებით საქართველოს 20-წლანდელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გაემგზავრება, რომელიც 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.