მეზობელმა აზერბაიჯანმა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ფერნანდუ სანტუში შეარჩია, კაცი, რომელმაც ევრო 2016 პორტუგალიასთან ერთად მოიგო.
69 წლის სპეციალისტთან თანამშრომლობის დაწყების შესახებ აზერბაიჯანელებმა დღეს გამოაცხადეს, სანტუში კი აპირებს, რომ ევრო 2028-ის საკვალიფიკაციოზე აზერბაიჯანი ღირსეულ ძალად და მეტოქედ აქციოს.
ფერნანდუ სანტუში ბოლოს თურქულ ბეშიქთაშში მუშაობდა, საიდანაც ის აპრილში ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო წამოვიდა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ სანტუშმა აზერბაიჯანის ნაკრებში იტალიელი ჯანი დე ბიასი ჩაანაცვლა.