ფერნანდო სანტუში თურქულ კლუბში დაინიშნა - სეზონში უკვე მეოთხე მწვრთნელია » სპორტის ხაზი

ფერნანდო სანტუში თურქულ კლუბში დაინიშნა - სეზონში უკვე მეოთხე მწვრთნელია

ფერნანდო სანტუში თურქულ კლუბში დაინიშნა - სეზონში უკვე მეოთხე მწვრთნელია
8-01-2024, 17:13
Aa Aa
გაზიარება:

თურქულმა ტოპ-კლუბმა ახალ დამრიგებლად ლეგენდარული პორტუგალიელი სპეციალისტი ფერნანდუ სანტუში წარადგინა. კონტრაქტის დეტალები ოფიციალურად არ გახმაურებულა. 69 წლის სანტუშმა რიზა ჩალიმბაი შეცვალა, რომელიც დეკემბრის ბოლოს გაათავისუფლეს.

ფერნანდუ სანტუში ბოლოს პოლონეთის ნაკრებს თავკაცობდა, საიდანაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მიმდინარეობისას გაუშვეს.

მანამდე კი იგი 8 წლის მანძილზე პორტუგალიის ნაკრების დამრიგებელი გახლდათ და 2016 წელს ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

"ბეშიქთაშმა" ამ სეზონში მთავარი მწვრთნელი უკვე რიგით მეოთხედ შეცვალა. თავიდან იყო გიუნეში, რომელიც 6 ოქტომბერს გაათავისუფლეს. შემდეგ ილმაზი, მან მხოლოდ 10 ნოემბრამდე "გაძლო", ხოლო მესამე - ჩალიმბაი, "ბეშითქაშის" თავკაცის პოსტზე 1 თვე და 11 დღე იყო.

18 ტურის შემდეგ გუნდს 29 ქულა აქვს, მე-6 ადგილზეა და ლიდერებამდე, "ფენერბაჰჩე" და "გალათასარაი", 18 ქულა აშორებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი