დე იონგი: "ბევრი ვეცადე, მაგრამ არ გამოვიდა" » სპორტის ხაზი

დე იონგი: "ბევრი ვეცადე, მაგრამ არ გამოვიდა"

დე იონგი: "ბევრი ვეცადე, მაგრამ არ გამოვიდა"
11-06-2024, 14:53
Aa Aa
გაზიარება:

"ბარსელონას" ნიდერლანდელი ფეხბურთელი ფრენკი დე იონგი ევრო 2024-ის გარეშე დარჩა.

მას კოჭის ტრავმა აწუხებდა, რომელიც წესით 1 თვეში უნდა მოშუშებულიყო, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესი გაიწელა და 27 წლის ფეხბურთელი ევროპის განაცხადს მიღმა დარჩა.

"ძალიან იმეცგაცრუებული და სევდიან ივარ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრებს ვერ დავეხმარები. ბოლო პერიოდში ბევრი ვეცადე, მაგრამ კოჭის რეაბილიტაციას იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე მოველოდით. ფინალურ ტურნირზე შენი ქვეყნის სახელით თამაში დიდი პატივი და ყველას ოცნებაა.

"ახლა მე გერმანიაში ქომაგის რანგში მივდივარ, მიდით ბიჭებო!!!".


-აცხადებს დე იონგი.

რონალდ კუმანს მისი შემცვლელის პოვნა "დორტმუნდში" მოუწია და ახლა დე იონგის მაგივრად ევროზე ნიდერლანდებს იან მაატსენი დაეხმარება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი