კვირკველია ასისტით ჩაანაცვლა - უნდა ენდოს თუ არა სანიოლი გველესიანს? » სპორტის ხაზი

კვირკველია ასისტით ჩაანაცვლა - უნდა ენდოს თუ არა სანიოლი გველესიანს?

კვირკველია ასისტით ჩაანაცვლა - უნდა ენდოს თუ არა სანიოლი გველესიანს?
10-06-2024, 16:17
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელ შეხვედრაში 33 წლის გიორგი გველესიანმა საქართველოს ნაკრების მაისური კარიერაში პირველად მოირგო და მისთვის სადებიუტო შეხვედრა არც თუ ისე ცუდი გამოდგა. პერსეპოლისის ფეხბურთელმა აქტივში პირველი გამარჯვება და გაკეთებული საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

გიორგი გველესიანმა ძირითადში საბა კვირკველია ჩაანაცვლა, რომელმაც მატჩამდე ვარჯიში მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე გამართა. მიუხედავად საბას ახლანდელი დანაკლისისა, მაინც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ევროზე საბას გამოჯანმრთელების შემთხვევაში შანსი გველესიანს მიეცეს და ამას რამდენიმე ახსნა აქვს.

პირველი პასის კულტურა და მისი სიზუსტეა. გუშინდელ შეხვედრაში იყო რამდენიმე მომენტი, სადაც გველესიანმა ზუსტი პასის გაკეთება ვერ მოახერხა. შეიძლება ის თავით ძალიან კარგად თამაშობს და ბევრ საჰაერო ორთაბრძოლას იგებს, თუმცა მონტენეგროსთან თამაშმა აჩვენმა, რომ 33 წლის ფეხბურთელს პასის სიზუსტეში პრობლემები აქვს. გარდა ამისა, გველესიანი რამდენჯერმე პოზიციურადაც შეცდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მისი დებიუტიდან გამომდინარე ჯერ გიორგის გუნდთან ქიმია გამომუშავებული არ აქვს, თუმცა, ფაქტია, რომ გველესიანს კონკრეტულ ეპიზოდებში შემტევი დაუსხლტდა და მამარდაშვილის კართან უსიამოვნო ხიფათი შეიქმნა. სათქმელია ისიც, რომ კვირკველიას სისწრაფის გამოყენება იდეალურად შეუძლია. იმ შემთხვევაში თუ ნაკრებს მაღლა აწეული დაცვის ხაზით თამაში მოუწევს, წამოსულ კონტრშეტევებზე საბას ბევრი მეტოქისთვის შეუძლია სისწრაფეში კონკურენციის გაწევა, რაც სანიოლს თამამი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას უფრო მეტად მისცემს.

საქართველოს ნაკრები თურქეთთან 8 დღეში, 18 ივნისს ითამაშებს და ეს შეხვედრა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტიც კი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი