"თქვენთვის სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს" - სპალეტი მედიას გაუბრაზდა » სპორტის ხაზი

"თქვენთვის სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს" - სპალეტი მედიას გაუბრაზდა

"თქვენთვის სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს" - სპალეტი მედიას გაუბრაზდა
6-11-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

"ატალანტასთან" მოგებული მატჩის შემდეგ "ნაპოლის" მთვარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ კომენტარი მედიასთან გააკეთა, სადაც გუნდის თამაში შეაფასა და დამატებითი ინფორმაცია კვარაცხელიაზეც გაავრცელა.

"მძიმე შეხვედრა გამოვიდა. ყველა წერდა, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამი ქულა იქნებოდა, მაგრამ ნუთუ სხვა სამი ქულა ასე მნიშვნელოვანი არ იქნებოდა? უფრო გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ და გადაცემებისას ნაკლები შეცდომები დავუშვათ, ამასთან შეტევაში გადასვლას ვეცადოთ. ატლანტამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ზოგიერთი გუნდი საკუთარი სახეს ძალიან კარგად ავლენს. ატალანტაც მათ შორისაა, როგორც მანჩესტერ სიტი ან ლივერპული.

სპალეტიმ ასევე დასძინა, რომ "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ კვარაცხელიას ზურგი სტკიოდა და ცხადი იყო, რომ თამაშს ვერ მოახერხებდა. იტალიელმა განაცხადა, რომ მისივე უსაფრთხოებისთვის გადავწყვიტეს, ხვიჩას სახლში დარჩენა.

მედიასთან კომენტირების დროს მწვრთნელმა მედიას მიკერძოებულობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, დღეს სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს.

რას იტყვიან ისინი? თუმცა, თქვენთვის სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს. ჩვენ სხვებიც გვყავს, რომლებზე დაყრდნობაც შეიძლება. დღეს ელმასმა განსაკუთრებულად ითამაშა. ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ 20-22 თანაბარი კლასის ფეხბურთელი არ გვეყოლება." - ამბობს სპალეტი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პარტენოპეი სერია A-ს 35 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილოსან (მილანს) კი 6 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი