თბილისის დინამოს Facebook-გვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია, საიდანაც ვიგებთ, რომ ანდრეს კარასკომ დინამოს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა:
დინამო თბილისი 46 წლის ესპანელმა სპეციალისტმა, ანდრეს კარასკომ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.
დინამო თბილისი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთან და მისი ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
- წერია ქართული კლუბის გვერდზე.
ქართულმა კლუბმა ესპანელ სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებებიც უსურვა.