Geo Team-მა დინამო ბათუმის პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ საგანგაშო ინფორმაცია გამოაქვეყნა:
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბათუმის დინამოს პრეზიდენტს არჩილ ბერიძეს მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო 2 წლით საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალა და ფულადი ჯარიმის სახით 6,000 ლარი დააკისრა."
"მსაჯზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო ბათუმის დინამოს მთავარი მწვრთნელი 1,200 ლარით და 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა."
"გორის დილას გულშემატკივრების ტრიბუნიდან მსაჯისთვის ნასროლი საგნის გამო გორული კლუბი დაისაჯა 2,800 ლარით და მომდევნო 2 საშინაო მატჩს ცარიელ სტადიონზე ჩაატარებენ.:
"კოლხეთი - სამგურალის მატჩზე საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების ვერდაცვის გამო ფოთელები დაჯარიმდნენ 3,500 ლარით და მომდევნო 2 საშინაო მატჩს ცარიელ სტადიონზე ითამაშებენ. ნაკლების ნახვა", - წერს ქართული გვერდი.