" ნაპოლის მთავარ როლში ხვიჩა კვარაცხელია იყო" - აჩი არველაძე ხვიჩაზე და "ნაპოლიზე" საუბრობს » სპორტის ხაზი

" ნაპოლის მთავარ როლში ხვიჩა კვარაცხელია იყო" - აჩი არველაძე ხვიჩაზე და "ნაპოლიზე" საუბრობს

" ნაპოლის მთავარ როლში ხვიჩა კვარაცხელია იყო" - აჩი არველაძე ხვიჩაზე და "ნაპოლიზე" საუბრობს
7-11-2022, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა მწვრთნელი, არჩილ არველაძე დღეს პირველი არხის გადაცემის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი იყო. აჩიმ გადაცემის განმავლობაში მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, თუმცა "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოყო.

"ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ნაპოლისთვის წარმატებული იყო და რაც მთავარია, ეს თამაშები ძალიან მარტივად გაიარეს. რა თქმა უნდა, მთავარ როლში ხვიჩა კვარაცხელია იყო, რაც ყველას გვახარებს. „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგაზე არ ვუსურვებდი ბაიერნთან და პსჟ-სთან შეხვედრას. არც ესპანელებთან, რეალთან, რომელსაც ცუდ ფორმაშიც შეუძლია მოგება. ყველზე რთული მეტოქე კი მანჩესტერ სიტი იქნება.

ნაპოლის დღეს აქვს ყველაზე კარგი საჩემპიონო შანსი, რადგან ოთხი მთავარი კონკურენტი იუვენტუსი, მილანი, ინტერი და რომა საუკეთესო ფორმაში არ არიან. არც ატალანტა ჩანს იმ დონის, რომ საჩემპიონო ბრძოლას შერჩეს. დღეს ნაპოლი იტალიის საუკეთესო კლუბია. ამიტომ კვარაცხელიას და ნაპოლის აქვს შანსი, დიდი ხნის შემდეგ სკუდეტო მოიგოს. ეს ხვიჩას წინსვლაში მნიშვნელოვანი იქნება.


" ნაპოლის მთავარ როლში ხვიჩა კვარაცხელია იყო" - აჩი არველაძე ხვიჩაზე და "ნაპოლიზე" საუბრობს


ვერ ვიტყვი თვისებას, რაც ხვიჩაში არ მომწონს. ასეთი სწრაფი, ჯანიანი, ბურთის ფლობით და მოედნის ხედვის მქონე ფეხბურთელი იშვიათია. არიან ან ძალიან სწრაფი, ცოტა უტვინო და უტექნიკო თავდამსხმელები, ან ძალიან ტექნიკური და ჭკვიანი, მაგრამ ნელები. ხვიჩას კი ყველაფერი აქვს, პლუს ხასიათი და შრომისმოყვარეობა, რაც ცალკე ნიჭია." - განაცხადა აჩი არველაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი