უარი 110 მილიონზე - ნაპოლი ხვიჩას კონტესთვის დატოვებას აპირებს » სპორტის ხაზი

უარი 110 მილიონზე - ნაპოლი ხვიჩას კონტესთვის დატოვებას აპირებს

უარი 110 მილიონზე - ნაპოლი ხვიჩას კონტესთვის დატოვებას აპირებს
31-05-2024, 14:52
Aa Aa
გაზიარება:

Corriere dello Sport-მა დაწერა, რომ პარი სენ-ჟერმენმა ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 110 მილიონი ევრო შესთავაზა, რომელიც აურელიო დე ლაურენტისმა მორიგ ჯერზე დაბლოკა.

გამოცემის მტკიცებით, ნაპოლის პრეზიდენტი აპირებს, რომ დასანიშნ ანტონიო კონტეს ქართველი ვინგერი შეუნარჩუნოს და ახალი ფორმაციის ნაპოლი სწორედ მის გარშემო ჩამოაყალიბოს.

თავის მხრივ, პსჟ გამუდმებით ცდილობს, რომ ბაზარზე არსებულ კაშკაშა ტალანტებს ხელი დაადგას და ისინი აღარსად გაუშვას, კვარაცხელია კი ერთ-ერთი მათგანია.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, აურელიო დე ლაურენტისი შეუვალი ჩანს და მასთან საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ფრანგების წინადადება 20 ან 30 მილიონი ევროთი კიდევ უფრო გაიზრდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი