ფაბრიციო რომანო: "კონტე და ნაპოლი მოგვარდა, საქმე ბოლოშია გასული" » სპორტის ხაზი

ფაბრიციო რომანო: "კონტე და ნაპოლი მოგვარდა, საქმე ბოლოშია გასული"

ფაბრიციო რომანო: "კონტე და ნაპოლი მოგვარდა, საქმე ბოლოშია გასული"
31-05-2024, 14:32
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა საფეხბურთო ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ ნაპოლიში ანტონიო კონტეს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ბევრი აღარაფერი უკლია.

"კონტე და დე ლაურენტისი კონტრაქტის გაფორმების ბოლო ეტაპზე არიან. ხელშეკრულებას 2027 წლამდე გახანგრძლივების ოპცია ექნება."

"დასადებ კონტრაქტში გათვალისწინებული იქნება საიმიჯო უფლებები და შესაბამისი ხელფასიც. ანტონიო კონტეს სერია A-ს მწვრთნელებში ყველაზე დიდი შემოსავალი ექნება"
, - წერს ფაბრიციო რომანო.

2023/2024 წლების სეზონში ნაპოლიმ ზედიზედ 3 მწვრთნელი გამოიცვალა. ტრიუმფით წასული ლუჩანო სპალეტი პირველად რუდი გარსიამ ჩაანაცვლა, რასაც თან მოსდევდა ვალტერ მაცარი, შემდეგ კი ფრანჩესკო კალცონა, რომლის გზასაც სულ მალე სწორედ კონტე გააგრძელებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი